"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა.
ცნობილია, რომ მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საგანგებო ბრიფინგზე ჯოზეფ ბორელი რამდენიმე საათში გააჟღერებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი. ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების "ტექნიკური მისია". ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის". - წერს იოზვიაკი.
ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.