საქართველოს არჩევნების დარღვევები უნდა გამოიძიონ, ევროკავშირთან ურთიერთობა გადაიხედოს, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელების მინისტერიალის პარალელურად გამოაქვეყნა.
"რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით საქართველოს მთავრობა როგორ აქცევდა ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ახლა არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე დაადასტურეს დარღვევები, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე 26 ოქტომბერს მოხდა. ჩვენ მოვუწოდებთ, სრულად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული ყველა საჩივარი და ბრალდება. ასევე საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, მათ შორის ევროკავშირის მხარდამჭერი ქმედებები საქართველოს მიმართ გაწევრიანების პროცესის კონტექსტში." – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს მოვლენებიც განიხილეს.