ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვეს სანქციები ირანის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც შეიარაღებულ ჯგუფებს ახლო აღმოსავლეთში.
ევროკავშირის შეზღუდვები, პრესრელიზის თანახმად, მიმართულია გემებისა და პორტების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება ირანული დრონებისა და რაკეტების, ასევე ტექნოლოგიებისა და კომპონენტების გადასატანად.
გემებს ეკრძალებათ რაიმე სახის მომსახურების გაწევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დახმარებას საჭიროებენ.
სანქციები დაუწესდა ირანის საზღვაო გადაზიდვის ხაზების დირექტორს, რეზა ხიაბანს, გადააზიდვის ხაზებს, ასევე ირანის ორ პორტს .
შეზღუდვები დაუწესდა ასევე სამი რუსულ გადამზიდავ კომპანიას: მგ-ფლოტს, VTS-ბროკერს“ და არაპაკსს“.
როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი, ამ კომპანიების ხომალდები, მონაწილეობენ ირანული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვაში კასპიის ზღვის გავლით რუსული ჯარების მომარაგების მიზნით.
დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოყვა ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ავიაკომპანია Iran Air-ი, გადამზიდი ხაზები Islamic Republic of Iran Shipping Line Group, ასევე რუსული სატვირთო ხომალდი „პორტ ოლია-ს“, რომელიც ჩართული იყო ჩანს ირანული იარაღის ტრანსპორტირებაში.