13 ნოემბერს, დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში, ლიკვიდირებული იქნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემების შტაბის უფროსი, კაპიტანი ვალერი ტრანკოვსკი.
ამის შესახებ "უკრაინსკა პრავდა" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემებისა და კატარღების 41-ე ბრიგადის შტაბის უფროსის, ტრანკოვსკის მანქანის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული სპეცოპერაცია იყო.
აფეთქებამ რუს კაპიტანს ფეხები მოგლიჯა და სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა.
„ტრანკოვსკი არის ომის დამნაშავე, რომელმაც ბრძანებას გასცემდა შავი ზღვიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების შესახებ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე.
კერძოდ, მან 2022 წლის ივლისში „კალიბრების“ ტიპის რაკეტებით შუტია ვინიცას. მაშინ 29 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ასევე ამ ნაძირალამ არაერთხელ დაბომბა ოდესა და სხვა მშვიდობიანი ქალაქები, რამაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.
ის იყო სრულიად ლეგიტიმური სამიზნე ომის კანონებისა და წარმოების მიხედვით“, - განაცხადა წყარომ.
რუსული მედია წერს, რომ ტრანკოვსკის დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა კი დისტანციურად აფეთქდა.