პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯი დუდამ განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე მან დააყენა საკითხი უკრაინისთვის საბჭოთა MiG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ.
კერძოდ, დუდამ დაადასტურა, რომ პოლონეთი მზად იქნება ასეთი გადაცემისთვის, თუ ნატო-ს ქვეყნები დასავლეთიდან პოლონეთის ბაზებზე გამანადგურებლების გადანაწილების გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ჩვენ განვიხილეთ MiG-29-ების საკითხი, რომელიც გვაქვს ექსპლუატაციაში...დაგვრჩა MiG-ების ერთი ესკადრილია, არის საკითხი ამ კუთხით გადაწყვეტის შესახებ. ჩვენ ახლა ვიყენებთ ამ თვითმფრინავებს. თუ მათ უკრაინას გადავცემთ, მაშინ არის ერთი ფუნდამენტური პირობა „ჩვენი ცა დაცული უნდა იყოს“, - თქვა მან.
დუდამ აღნიშნა, რომ ამ საბჭოთა თვითმფრინავებს ახლა პოლონეთის არმია იყენებს საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მან ასევე თქვა, რომ პოლონეთი უკრაინას ყოველდღიურად უწევს დახმარებას, რადგან მისი ქვეყანა სატრანზიტო ქვეყანაა და რომ არა პოლონეთის ინფრასტრუქტურა, უკრაინა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.