მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria's Secret-ის შოუზე გამოვიდა.
გვარლიანი მოდების ჩვენებაზე გამოვიდა ისეთ სახელგანთქმულ მოდელებთან ერთად, როგორებიცაა ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ადრიანა ლიმა, ტეილორ ჰილი და სხვები.
მატილდა გვარლიანი მოდის სფეროში სულ უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს.
2024 წლის დასაწყისში ქართველი მოდელი გამოჩნდა ლეგენდარული ფრანგული ბრენდის Chanel-ის რეკლამაში. მანამდე, მან H&M-ის სარეკლამო პროექტში მიიღო მონაწილეობა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვარლიანმა მონაწილეობა მიიღო თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის რამდენიმე ჩვენებაში. 2020 წლის
დეკემბერში იგი გახდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Valentino-ს სარეკლამო კამპანიის ნაწილი.
ქართველი მოდელი აქტიურად მონაწილეობს ჩვენებებში პარიზსა და მილანში მსოფლიო მოდის კვირეულებზე.