დღეს საქართველოს მოსახლეობამ გაიგო რომ «ქართული ოცნება» ოცნება კი არა, კოშმარია, და ამ მთავრობამ, რომელიც მოვიდა ჩაწერა რა კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია, ან პირი იცვალა, ან თავიდანვე ფრთხილად, შენიღბულად პრორუსული იყო. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. დღეს არჩევანია: ვბრუნდებით რუსეთისკენ, რუსეთის ბატონობისკენ, თუ გადავარჩენთ ამ ევროპულ გზას, რომელიც წინ არის წასული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Radio France-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არჩევანი საქართველომ 1991 წელს მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გააკეთა და ეს არჩევანი მან ბოლო 30 წლის განმავლობაში მრავალგზის დაადასტურა; მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ ევროპელობა სურს და ეს მონაცემები რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის განხორციელების მიუხედავად არ შეიცვალა, მათ შორის ომით, ოკუპაციით... ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. არასოდეს უთქვამს მოსახლეობას, „დავუმეგობრდეთ რუსეთს და ყველაფერი უკეთესად იქნება, დავიბრუნებთ ტერიტორიებს“, რადგან არ არის ნდობა, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე ვიცით როგორ ექცეოდა რუსეთი საქართველოს. ეს ევროპული არჩევანი იქნება და დღეს საქართველოს მოსახლეობამ გაიგო რომ «ქართული ოცნება» ოცნება კი არა, კოშმარია, და ამ მთავრობამ, რომელიც მოვიდა ჩაწერა რა კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია, ან პირი იცვალა, ან თავიდანვე ფრთხილად, შენიღბულად პრორუსული იყო. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. დღეს არჩევანია: ვბრუნდებით რუსეთისკენ, რუსეთის ბატონობისკენ, თუ გადავარჩენთ ამ ევროპულ გზას, რომელიც წინ არის წასული. ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიისათვის; რადგან სომხეთი უყურებს საქართველოს გზას და შესაძლოა, მიჰყვეს მას, დაიწყო ევროპისკენ სვლა. ის გათავისუფლდა რუსეთისადმი მისი ძველი კავშირებისგან. ეს ასევე მნიშვნელოვანი არჩევანია ევროპისთვის. ამავე დროს მოლდოვაში არჩევნებია და გარდამტეხი მომენტია უკრაინის ომში. ეს სამი ქვეყანა - ტრიო, ადრე ასოცირებული წევრები, რომლებთანაც უნდა დაწყებულიყო ასოცირების კონსულტაციები, ყოველ შემთხვევაში, პირველი ორისთვის, იმედი მაქვს საქართველოსთვისაც.... ეს გადამწყვეტი მომენტია ამ სტრატეგიულ რეგიონში ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების ადგილისთვის“, - განაცხადა პრეზუდენტმა.
მისი თქმით, დასაწყისში ვერ შეამჩნია, რომ საქართველოს მმართველი პარტია შენიღბულად მოქმედებდა.
„შემდეგ შევამჩნიე პროგრესულად, და ბოლოს მოვლენები დაჩქარდა უკრაინაში ომის დროს, და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, მას შემდეგ, რაც ევროპამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭა - გასული წლის დეკემბერში. მას შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს თავდასხმები თავდაპირველად, ამერიკელი ელჩების წინააღმდეგ, შემდეგ ევროპელი ელჩების წინააღმდეგ საქართველოში, მათ მიმართ იყო კრიტიკა, რომ თითქოს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩვენი გუშინდელი მეგობრები პრაქტიკულად მტრებად იქცნენ, რუსეთი გახდა კეთილმოსურნე ქვეყანა. ძალიან საინტერესოა, რომ პრემიერ-მინისტრს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს ტრიბუნიდან არ უხსენებია სიტყვა რუსეთი, რუსი, მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკავებულია...... იაპონიის მიერ (იცინის), - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა..