სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორის კარიმ ხანის განცხადებით, მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე წარსდგება.
BBC-სთან საუბრისას, ხანმა მაგალითად მოიყვანა სხვა მსოფლიო ლიდერები, რომელთაც მოუწიათ სასამართლოს წინაშე წარდგენა.
"მჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი იხილავს სასამართლო დარბაზს შიგნიდან. არაფერია მუდვმივი. ცხოვრება ცვალებადია. ყველა პოლიტიკური ცხოვრება მარცხით მთავრდება", - თქვა ხანმა.
მთავარმა პროკურორმა ასევე გააკრიტიკა მონღოლეთი, რომელმაც სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ვიზიტით მყოფი პუტინის დაკავებაზე. მოგვიანებით, მონღოლეთმა განმარტა, რატომ არ დააკავა პუტინი სასამარლო ორდერის საფუძველზე.
შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები. მათ ბრალად ედებათ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის ორგანიზება, რაც ომის დანაშაულადაა მიჩნეული.
რუსეთმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები არაფრად მიაჩნია. საპასუხოდ, მოსკოვმა გამოსცა ICC-ის მთავარი პროკურორის კარიმ ხანისა და მოსამართლების დაკავების ორდერები.
რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.