რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას რუსული გამოცემა „მედიაზონა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარიმ ხანზე ძებნა გამოაცხადა.
ბაზაში გამოქვეყნებულია პროკურორის ფოტო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მუხლის დარღვევაში სდებენ მას ბრალს.
მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაცია.