რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ტომოკო აკანეზე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გამოსცა, ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ იუწყება რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „ტასი“.
17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გაცსა, მათ ბრალად ედებათ სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობა, ასევე მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაცია.
იმავე თვეში აკანესა და ორი სხვა მოსამართლის წინააღმდე, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ აჰმად ხანის წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მათი ქმედება უკანონო ხასიათისაა, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებისთვის. რუსეთმა მაისში კარიმ ხანზე და მოსამართლე როზარიო აიტალსზე ძებნა გამოაცხადა.