გიორგი მამარდაშვილი უახლოეს საათებში ოფიციალურად გახდება „ლივერპულის“ ფეხბურთელი. ქართველმა მეკარემ ინგლისურ გრანდში დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლის შესახებაც ინფორმაცია და ფოტოები ესპანურ მედიაში გავრცელდა.
Tribuna Deportiva-მ ფოტოს შემდეგი კომენტარი დაურთო: „გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. მასთან ერთად მისი აგენტი და ინგლისური კლუბის წარმომადგენლები იმყოფებიან, ყველაფერი შეთანხმებულია“.
ჟურნალისტმა ექტორ გომესმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მხარეები გასულ კვირაში სიტყვიერად შეთანხმდნენ, ახლა კი კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება. „ლივერპული“ „ვალენსიას“ 32.5 მილიონ ევროს გადაუხდის (პლუს 5 მილიონ ევროს ბონუსების სახით), ხოლო 10%- ს მომავალი ტრანსფერიდან“.
პირველი არხი