იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა.
24 აგვისტოს, შეჯიბრების ფინალურ ბლოკში, ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) ირანელ რეზა აფშართან ოქროს მედლისთვის იჭიდავა და დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობა ორი მედლით დაასრულა.