ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ბელარუსის მიწაზე გულთბილი და შრომისმოყვარე უკრაინელ ხალხს ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობოდნენ. ჩვენი ერები დიდი ხნის განმავლობაში, იზიარებდნენ სიხარულსა და მწუხარებას, თავშესაფარს და პურს, ერთად გადალახეს გასაჭირი. ამაყობდნენ თავიანთი წარმატებებით.
ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ საერთო ბედი და ოჯახური კავშირები, არამედ მეგობრობისა და მეზობლებთან ურთიერთობის სურვილი“, - ნათქვამია მილოცვაში.
ლუკაშენკამ განაცხადა, რომ დღევანდელ რთულ პირობებში არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია მშვიდობის ენით საუბარი სლავი ხალხების ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის.
„სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ბელარუსი, თავის მხრივ, გააკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს უსაფრთხოება რეგიონში.
ალექსანდრ ლუკაშენკამ უკრაინელ ხალხს მშვიდობიანი ცა, მათ ქვეყანას კეთილდღეობა, ოჯახებს კი ერთობა უსურვა.