ხვიჩა კვარაცხელია მამა გახდა. საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის 23 წლის შემტევს და მის მეუღლე ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
სასიხარულო ამბავს ნეაპოლური კლუბი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და წყვილს პირველი ბავშვის დაბადება მიულოცა.
ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად თბილისში იმყოფება. კვარაცხელია იტალიაში სავარაუდოდ მალევე დაბრუნდება და დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს მეორე ტურში 25 აგვისტოს, სტუმრად „ბოლონიას“ წინააღმდეგ ითამაშებს.