პარიზის ოლიმპიადაზე მორიგი რეკორდი 6 აგვისტოს დაფიქსირდა. კეიტბორდის ერთ-ერთ დისციპლინაში (პარკი) მონაწილეობა მიიღო ჩინელმა ჟენგ ჰაოჰაომ, რომელიც მხოლოდ 11 წლისაა.
იგი, ამავდროულად, ყველაზე ახალგაზრდა ჩინელი სპორტსმენია ოლიმპიადების ისტორიაში.
ჟენგ ჰაოჰაომ 3 ცდიდან საუკეთესოში 63.19 ქულა მიიღო და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, რადგანაც 22 მონაწილეს შორის მე-18 შედეგი დააფიქსირა, მედლებისთვის ბრძოლას კი 8 საუკეთესო აგრძელებდა.
გოგონათა შორის პარკის დისციპლინაში ჩემპიონი იაპონელი კოკონა ჰირაკი გახდა. შეგახსენებთ, რომ მან 12 წლის ასაკში, წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო. ამჟამად კი, 15 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე პირველ ოლიმპიადაზე (ათენი-1896) ბერძენი ტანმოვარჯიშე დიმიტრიოს ლოუნდრასი იყო. 10 წლისა და 218 დღის ასაკში გამოვიდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
europop