დღეს, 4 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ).
ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან გამართავს ბრძოლას.
ორთაბრძოლა თბილისი დროით, 19:06 საათზე დაიწყება.
ოლიმპიადის მეოთხედფინალში ქართველი მოკრივე ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს შეხვდა.
პირველ რაუნდში ყველა მსაჯმა უპირატესობა მეტოქეს მიანიჭა. მეორე რაუნდში ლაშას წარბი გაუსკდა თუმცა უფრო ეფექტურად იბრძოლა და ამჯერად ყველა მსაჯმა მას მიანიჭა უპირატესობა.
ბოლო რაუნდში გურულმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით 3:2 გაიმარჯვა და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში გასვლით, ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.