პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირზე, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა.
თუშიშვილმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, მაგრამ რინერმა ილეთის გაკეთება მაინც მოახერხა და ნეხევარფინალის საგზური მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რპეშაჟიდან შეეცდება.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.