პარიზის ოლიმპიადის ძიუდოს ტირნირზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა სენეგალელი მბანგნიკ ნდიაიე დაამარცხა. ქართველმა სენეგალელ ძიუდოისტს იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გადავიდა.
რამდენიმე წუთის წინ, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მასპიძელი ქვეყნის წარმომადგენელს და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტს, რომენ დიკოს შეხვდა. ქართველი ფრანგ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით დამარცხდა.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.