პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს შეხვდა.
პირველ რაუნდში ყველა მსაჯმა უპირატესობა მეტოქეს მიანიჭა. მეორე რაუნდში ლაშას წარბი გაუსკდა თუმცა უფრო ეფექტურად იბრძოლა და ამჯერად ყველა მსაჯმა მას მიანიჭა უპირატესობა.
ბოლო რაუნდში გურულმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით 3:2 გაიმარჯვა და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში გასვლით, ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი მეტოქე ნახევარფინალში კუბელი მოკრივე იქნება.
ნახევარფინალი, რომელშიც გურული კუბელ ბორხესს დაუპირისპირდება, 4 აგვისტოს გაიმართება.