საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ილია სულამანიძემ (100კგ) პარიზის ოლიმპიადაზე შეჯიბრების მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ოლიმპიადის ფინალის საგზურისთვის ქართველი ძიუდოისტი შვეიცარიელ დანიელ აიხსა და ესპანეთის სახელით გამომსვლელ ნიკოლოზ შერაზადიშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.