ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90კგ) პარიზის ოლიმპიადის ფინალშია.
ნახევარფინალში ბექაურმა ესპანეთის სახელის მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი გაფრთხილებებით დაამარცხა. ფინალში ქართველი სპორტსმენის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება, რომელთანაც ქართველს წინა სამი დაპირისპირება მოგებული აქვს.