პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანს იპონით სძლია.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით გამომსვლელ ტრისტან მოსახლიშვილი იქნება,
პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.