პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) მერვედფინალში ბულგარელი ივაიოლო ივანოვი ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.