პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, 24 წლის ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.