მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მესამე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში იასპარეზებს. გრიგალაშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი მაჰმადბეკოვი ვაზარით დაამარცხა.