პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს დამატებით დროში სძლია და მერვედფინალში გავიდა.
ტატოს მომდევნო მეტოქე სავარაუდოდ ავსტრიის წარმომადგენელი ვაჰიდ ბორჩაშვილი იქნება.