პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს დებიუტანტმა ეთერ ასკილაშვილმა (63კგ) იასპარეზა.
ასკილაშვილი პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკის დაუპირისპირდა. 20 წლის ქართველი გამოცდილ ძიუდოისტთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.