პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა (63.5 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ოლიმპიადის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა.
ლაშა გურული მეოთხედფინალურ შეხვედრას პირველ აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება.