ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან მარცხის შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ბრძოლას რეპეშაჟში აგრძელებს, სადაც მან მონღოლი ლხაგვატოგოო იპონით 33 წამში დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი კანადელ კრისტა დეგუჩისა და ფრანგ სარა ლეონ სისიკეს შორის დამარცხებულს შეხვდება.