პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობს.
ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მეოთხედფინალში ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონთან, რაფაელა სილვასთან ორი ვაზარით დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
ლიპარტელიანის მეტოქე რეპეშაჟში მონღოლი ძიუდოისტი იქნება.