პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს.
ქართველმა მერვედფინალში უზბეკ ამინოვას ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონს, რაფაელა სილვას დაუპირისპირდება. დღეს პარიზში ლაშა შავდათუაშვილიც (73კგ) ასპარეზობდა, ის ფრანგ ჟოან ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა.