პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ძიუდოისტთა ტურნირი დაიწყო, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60კგ) თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში თურქ ილდიზთან დამატებით დროში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
21 წლის ქართველის მეტოქე რეპეშაჟიში კორეელი კიმი იქნება.