პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმინარეობს.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პარიზში პირველად იმართება არა სტადიონზე, არამედ ქალაქის ცენტრში.
მსოფლიოს ოლიმპიური გუნდები აღლუმზე მდინარე სენაზე ნავებით წარდგებიან. ამ ღონისძიებას დაახლოებით 300 ათასი მაყურებელი ადევნებს თვალს.
ფლოტილია 6 კილომეტრიან მარშრუტზე 10 ათასზე მეტ სპორტსმენს გადაიყვანს.
ნავები გაივლიან ქალაქის ყველაზე ცნობილ ხიდებსა და ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის ღვთისმშობლის ტაძარს და ეიფელის კოშკს.
ცერემონია დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდება.
26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი იასპარეზებს.