პენტაგონმა უპასუხა რუსეთის ბრალდებებს ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ მათ წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომში“ ჩართულობის შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინა თავად ირჩევს მიზნებს თავდასხმებისთვის.
პენტაგონის წარმომადგენელმა პატ რაიდერმა კომენტარი გააკეთა ყირიმზე უკრაინის ძალების დარტყმებზე, რომლებიც რისეთოს მტკიცებით, ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა.
„მნიშვნელოვანია უკან გავიხედოთ, კონკრეტულად რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრისკენ, მნიშვნელოვანია დავინახოთ, როგორ მივედით იქამდე, სადაც დღეს ვართ და თუ ისინი {რუსები}
„თუ ისინი ღელავენ არიან თავიანთი ძალების დანაკარგებზე, მაშინ დაე შეწყვიტონ ეს ომი და დააბრუნონ უკრაინის სუვერენული ტერიტორია და აღარ გაგზავნონ იქ თავიანთი ჯარისკაცები“, - განაცხადა რაიდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთი იყო პასუხისმგებელი უკრაინაში შეჭრაზე, რასაც ათასობით უდანაშაულო უკრაინელის დაღუპვა მოჰყვა.