რუსული მედიის ცნობით, ანექსირებულ სევასტოპოლზე უკრაინის ძალების სარაკეტო იერიშისის შედაგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 151 დაშავდა. როგორც ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, დაშავებულთაგან 82 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანექსირბულ სევასტოპოლზე შეტევა ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, შეტევის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „შეერთებული შტატები, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლზე განზრახ სარაკეტო დარტყმაზე“.