"ქართული ოცნების" მიერ აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი.
ის წერს, რომ ამ ქმედებით ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან.
"საქართველოს პარლამენტი "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ორმხრივ ურთიერთობებს აშშ-სთან. ჩვენ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებების გვერდით ვდგავართ", - წერს პაუერი.