სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ხაზაროვამ განაცხადა.
„24 მაისს მოსკოვში კონსულტაციებისთვის დაბარებულია რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ელჩის დაბარების მიზეზი უცნობია.
მანამდე. ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა.