აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტებს კვლავ დაესხმება თავს, შეერთებული შტატები ირანის სამხრეთ ფარსის გაზის ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ დარტყმას განახორციელებს.
„ისრაელი “სამხრეთ ფარსის” აღარ დაესხმება თავს, თუ ირანი კატარზე თავდასხმის არაგონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ამ შემთხვევაში, აშშ - დახმარებით თუ დახმარების გარეშე და ისრაელის თანხმობის მიუხედავად - მასიურად გაანადგურებს მთელ “სამხრეთ ფარსის” გაზის საბადოს ისეთი ძალითა და სიძლიერით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს.
არ მინდა, გრძელვადიანი შედეგების გამო ძალადობისა და ნგრევის ამ დონის სანქცირება მოვახდინო, მაგრამ თუ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტებზე კვლავ თავდასხმა განხორციელდება, არ ვიყოყმანებ“, - წერს ტრამპი.
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის „სამხრეთ ფარსის“ გაზის საბადოზე ბოლოდროინდელი დარტყმა „ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო გაბრაზების გამო“ განახორციელა.
მისი თქმით, დარტყმა შედარებით მცირე არეალს მიაყენეს და შეერთებულმა შტატებმა და კატარმა ამ თავდასხმის მომზადების შესახებ არაფერი იცოდნენ. ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანმა შეცდომით დააკავშირა ეს ქმედებები კატართან და საპასუხო დარტყმა განახორციელა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტებზე.