ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი მოკავშირეებთან განიხილავს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საკითხს. ამის შესახებ მან ნორვეგიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რუტემ ხაზი გაუსვა სრუტის მნიშვნელობას, რომელიც ირანთან კონფლიქტის გამო პრაქტიკულად ბლოკირებულია და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ბევრ“ მოკავშირესთან კონტაქტშია.
„რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ სრუტე ხელახლა უნდა გაიხსნას. და ვიცი, რომ მოკავშირეები ერთად მუშაობენ, განიხილავენ, თუ როგორ გააკეთონ ეს, რა არის ამის გაკეთებისთვის საუკეთესო გზა. ისინი ერთად მუშაობენ ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.