კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
“სამწუხაროდ, კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა. “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გადააქცია. მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის”, - წერს უილსონი.
ცნობისთვის, „არალეგალურად დარჩენის მაღალი რისკებიდან“ გამომდინარე 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყანათა სიას დაამატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ამერიკული ვიზებისთვის, მათ შორის ტურისტული ვიზისთვის, 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ.