ქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი, რომელიც არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
დეკანოიძის თქმით, ეს არის ივანიშვილის რეპრესიების ეტაპის გაფორმება.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი ახალი ეტაპი ივანიშვილის წარმოუდგენლად შეშლილი პოლიტიკური დისტოპიის, რომელშიც უნდა, რომ ჩვენ ყველა გადაგვყაროს და ასევე რუსული ჭაობის, როდესაც პრაქტიკულად, ახალი ძალადობის და ახალი რეპრესიების ეტაპი გააფორმოს ზუსტად იმისთვის რომ ვიღაცა ივანიშვილს ემუქრება და კობახიძეს ემუქრება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი, რომელიც არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომავლისთვის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.