საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებუ საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას მართავენ.
"ლელო" ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილის გუნდის სურვილია, რომ საქართველო ოკუპანტ რუსეთს დააახლოოს და დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოაქციოს.
"ელოდებიან იმ დღეს, როდესაც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან იქნება განცხადება, რომ კი ბატონო, თავი დაგვანებეთ, არ გინდათ ევროპა, არც ჩვენ გვინდა საქართველო" - აცხადებს უსუფაშვილი და ევროპელ კოლეგებს კონკრეტული მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან სათანადო პრინციპულობით და სათანადო მოთმინებით. ხელისუფლება ცალსახად დგას იმ გზაზე და ელის იმ დღეს, როდესაც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან იქნება განცხადება, რომ კი ბატონო, თავი დაგვანებეთ, არ არ გინდათ ევროპა, არც ჩვენ გვინდა საქართველო. ამას არც ევროპა, არც ამერიკა და არც ქართველი ხალხი არ აპირებს", - ამბობს დავით უსუფაშვილი.
მანამდე მინისტრებმა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა შეხვდებიან.