"არ შეიძლება მამის ტოლა კაცი წამოაგდო, ზურგში ურტყა და თან ეძახო, დავაი აქედანო",_ ასეთი შეფასება მისცა საკრებულოს დეპუტატმა ნათელა მაჭავარიანმა ვეტარენების აქციის დარბევას.
მისი თქმით, ის ხალხი, ვინც აქცია დაარბია, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არიან კრიმინალები, რადგან ყოვლად მიუღებელია აფხაზეთსა და ცხინვალში ქვეყნისთვის ნაომარი ადამიანები ახალ წელს დაარბიო.
"მე ვნახე, როგორ ურტყამდა ახალგაზრდა კაცი ქალს და მისი სახელი ყველამ უნდა იცოდეს, ეს იყო ოთარ გვენეტაძე. ის ადამიანები, ვინც აქციის დარბევაში მონაწილეობა მიიღო, ყველა კრიმინალია. რაც შეეხება დღევანდელ აქციას. გაუგებარია. რატომ აუკრძალა პოლიციამ შეკრების უფლება მემორიალთან. და თუ ისინი ასეთი მამაცები იყვნენ. სად იყვნენ მაშინ, როდესაც ეს ვეტერანები აფხაზეთში და ცხინვალში იბრძოდნენ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში ვეტერანთა აქცია კვალვ გრძელდება. აქციაზე უკვე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები. მათ შორის არიან ეკა ბესელია, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, სახალხო კრების წარმომადგენელი თეო ტლაშაძე, რესპუბლიკელების წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და ხალხის პარტიის წარმომადგენელი ალეკო შალამბერიძე.