უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის დახმარების პაკეტზე საუბრისას, რომელსაც 24 აპრილს, ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ საჭირო იქნება გადაილახოს ბოლო ექვსი თვე, რომელიც წინ უძღოდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას.
„ახლა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ავანაზღაუროთ ის ექვსი თვე, რომელიც გავიდა დებატებში, ეჭვებში. ის, რაც რუსმა ოკუპანტმა შეძლო ამ ხნის განმავლობაში, რასაც ახლა პუტინი გეგმავს, ჩვენ ყველაფერი უნდა მივმართოთ მის წინააღმდეგ.
მთელი მისი ქმედება ფრონტზე, ყველა მისი თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე, ინფრასტრუქტურაზე, მთელი მისი ტერორი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ - ამ ყველაფერმა უნდა მოგვაბილიზოს ჩვენ, ყველა, ვინც ნამდვილად აფასებს სიცოცხლეს, მეტი ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი შეთანხმება პრეზიდენტ ბაიდენთან განხორციელდეს ასი პროცენტით. გმადლობთ, ამერიკა!" - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული მხარე ამ დღეებში მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს ყველა დონეზე ამერიკელ პარტნიორებთან, რათა სწრაფად „შეავსოს ეს პაკეტი“ შეერთებული შტატებიდან ზუსტად იმ იარაღით, რაც ჯარისკაცებს სჭირდებათ. „შეტევებიდან და არტილერიიდან, ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან და რაკეტებიდან საჭირო საჰაერო თავდაცვამდე და აღჭურვილობამდე“, - თქვა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბაიდენს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს.
„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესის, ყველა ამერიკელის, ვინც მიიჩნევს, რომ აუცილებელია პუტინისთვის ფეხქვეშ მიწის გამოცლა, არ დაემორჩილონ მას და მხოლოდ ასე იქნება რეალურად ნაკლები საფრთხეები თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.