პენტაგონმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაწყება გამოაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა.
61 მილიარდიანი დახმარების პირველ ეტაპზე პაკეტი 1 მილირადი დოლარის ღირებულებისაა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი რიგით 56-ეა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია PDA-ს პროგრამის ფარგლებში გამოყოფს. ის ითვალისწინებს სამხედრო დახმარების მიწოდებას უშუალოდ აშშ-ის არმიის საწყობებიდან.
პაკეტი მოიცავს რიგ შეიარაღებას, მათ შორის RIM-7-ის, AIM-9M-ის რაკეტებს, Stinger-ისა დაJavelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, 155 მმ-იანი და 105 მმ-იანი კალიბრის ჭურვებს (მათ შორის კასეტურ ბომბებს), ჭურვებს HIMARS-ის სისტემებისთვის, ნაღმტყორცნის 60 მმ-იან ნაღმებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, Claymore-ს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, Bradley-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, MRAP-ისა და Humvee -ს ჯავშანმანქნებს და სხვა შეიარაღებას.
„ეს პაკეტი გაზრდის საბრძოლო მასალის, იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის შესაძლებლობას დაიცვას თავისი ფრონტის ხაზი, დაიცვას თავისი ქალაქები და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მუდმივ თავდასხმებს“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.