„რთული მოსასმენი იყო საკუთარ ქვეყანაზე ეს, მაგრამ მოდავება უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ, რომ ქართული ოცნება სრულიად მიზანმიმართულად და შეგნებულად ქვეყანას ტოვებს ევროპული პერსპექტივის გარეშე,“ - ამის შესახებ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა პარტია „ახალის“ თნათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ, რომელიც სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატებს ესწრებოდა.
ამ კანონის შემოტანა პირდაპირი ნაბიჯია ორი რაღაცისკენ - არჩევნების გაყალბება, სხვანაირად ქართული ოცნება არჩევნებს ვერ მოიგებს, მათ კარგად იციან, რომ ევროპაში გამყალბებლების ადგილი არ არის და სადაც არის აგილი, ეს რუსეთია და იქითკენ მიდიან და მეორე, შეგნებულად ჩაშლა ევროპული პერსპექტივის, ამაზე უფრო ღიად და სწორხაზოვნად ვერ გვეტყვიან, რომ თუ კანონს მიიღებთ გაჩერდება ეს კანონი და არა თუ გაჩერდება უკან წავალთ და დავიწყებთ გადახედვას უკვე არსებული წარმატებების. უკვე არსებული წარმატება არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ვიზალიბერალიზაციაც და ქონებრივი დახმარებაც.
იქნება მასიური შეტევა ყველა ფლანგიდან ქართულ ოცნებაზე და იქნება პერსონალური სანქციებიც და არა მხოლოდ 83 დეპუტატზე,“ - ამბობს ნიკა გვარამია.