ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალურ ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს, - ამის შესახებ სტრასბურგში, პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა
"როგორც ჩანს, ქართული ოცნების მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ ანტიდემოკრატიული ზომების საპასუხოდ, აუცილებელია, რომ ევროკავშირში ჩვენმა წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მტკიცე პოზიცია დაიკავონ. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალურ ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს. საჭიროა გაძლიერებული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული მოძრაობებისა და ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები", - თქვა ნიკა გვარამიამ.