რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო სამრეწველო ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. შვიდი მათგანი განადგურებულია ოდესის ოლქში. დრონების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ შედეგების აღმოსაფხვრელად. მათ 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.