სასტუმრო „ტიფლის პალასთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ აქცია გამართეს.
როგორც მათ თქვეს, სასტუმროში ტარდება კონფერენცია, რომელსაც რუსეთიდან ჩამოსული პირები ესწრებიან. პროტესტის მონაწილეებმა სასტუმროს კვერცხები ესროლეს.
„იმ წუთებში, როცა საქართველოში გამოსული არიან სტუდენტები და აპროტესტებენ რუსულ კანონს, არავის აქვს მორალური უფლება, „ფეესბეს“ და კაგებეს აგენტები თბილისის ცენტრში ისხდნენ და მშვიდობიანად ყავას სვამდნენ. არა რუსულ კანონს, არა რუსულ ხელისუფლებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „ტიფლის პალასიდან“ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლეს