მედიის ცნობით, დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი ლისაკმა განაცხადა, რომ დნიპროში მაშველებმა რუსული რაკეტით დანგრეულ სახლში აღმოაჩინეს კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი.
ლისაკი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ეს ადამიანი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, მისი ცხედარი კი მესამე სართულზე იპოვეს.
დნეპროპეტროვსკში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია. დაშავდა კიდევ 34 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.
დნიპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი ლუკაშუკმა მანამდე განაცხადა, რომ ქალაქ სინელნიკოვოში ექვსი წლის ბიჭის მთელი ოჯახი რუსული რაკეტით დაიღუპა: დედა, ბებია, 14 წლის უფროსი და და 8 წლის ძმა.
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქზე იერიში გასულ ღამეს მიიტანეს.